ბათუმის „დინამომ“ ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ შესვენების შემდეგ შეიკრიბა. გუნდი სეზონისთვის თბილისში ემზადება და ამხანაგური მატჩიც გამართა.

გია გეგუჩაძის ფეხბურთელებმა საკონტროლო შეხვედრა ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის საფეხბურთო კომპლექსში „თელავთან“ ჩაატარეს და 2:0 გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი მატჩი 5 ივნისის შემდეგ, მაშინ „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში საკუთარ მოედანზე „საბურთალო“ მიიღო.

ბათუმის „დინამო“ პაუზის შემდეგ პირველ ოფიციალურ შეხვედრას 30 ივნისს, სამტერდიაში, ქუთაისის „ტორპედოსთან“ საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში კი 4 ივლისს ტიტულისთვის „დინამო თბილისისა“ და გორის„დილას“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

13 ივლისიდან ბათუმელები კონფერენსლიგის გათამაშებაში ჩაერთვებიან. ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს „დინამო“ ალბანეთში „ტირანასთან“ გამართავს, ხოლო საპასუხო მატჩში მეტოქეს 20 ივლისს „ბათუმი არენაზე“ უმასპინძლებს.

პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის გადალახვის შემთხვევაში, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მეტოქე თურქული „ბეშიქთაში“ იქნება. 27 ივლისს პირველი თამაში თურქეთშია დაგეგმილი, ხოლო 3 აგვისტოს – ბათუმში.