ბათუმის „დინამო“ თურქეთში გაემგზავრა
ბათუმის „დინამო“ თურქეთში გაემგზავრა

ბათუმის „დინამო” თურქეთში გაემგზავრა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდი ბელექში ორკვირიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, თურქულ შეკრებაზე 27 ფეხბურთელი გაემგზავრა, მათ შორის 10 ახალწვეულია.

მეკარეები: ალავიძე, გოშაძე, შოვნაძე

მცველები: მელიავა, ფაცაცია, გადრანი, ადამაძე, გოგიტიძე, გაგოშიძე, ზუბეიკო, ჩალაძე

ნახევარმცველები: გაფრინდაშვილი, ცაცქრიალაშვილი, მამუჩიშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე, ჯანელიძე, შარიქაძე, ვარშანიძე, თევდორაძე, კვირკვია, რამოსე, ფლამარიონი

თავდამსხმელები: ილურიძე, საბანაძე, აბუსელიძე, ჭანტურია

„დინამო” უკვე ბელეკშია, IC Hotels Santai – Belek-ში დაბინავდა – საღამოს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები მსუბუქად ავარჯიშა. ხვალიდან დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადებას სრული დატვირთვით შეუდგებიან.

დატოვე კომენტარი