ბათუმის „დინამო“ შინ „თელავთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ შინ „თელავთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში „თელავს“ უმასპინძლა და კაცნაკლულად დარჩენილმა თამაში დათმო – 1:3.

29-ე წუთზე მასპინძელთა მცველი რეზი ჩიტეიშვილი გააძევეს, რითიც სტუმრებმა კარგად ისარგებლეს. „თელავის“ ესპანელმა თავდამსხმელმა, ინდიგო მარტინიმ დუბლით გუნდი (33, 45+3 წუთებზე) შესვენებამდე კომფორტული უპირატესობით დააწინაურა.

შესვენების შემდეგ „თელავმა“ ანდრია დევდარიანის (66) გოლით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე ბათუმელთა ალბანელმა ლეგიონერმა, უერდი მაგრამ პენალტით დააფიქსირა.

25 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 35 ქულით მე-5 პოზიციაზე დარჩა და ქუთაისის „ტორპედოს“ გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა, ხოლო „თელავი“ (22 ქულა) მე-9 ადგილზეა.