ბათუმის „დინამო“ ისევ პირველ ადგილზეა - ბომბარდირებში ლიდერობა ჯოვინომაც დაიბრუნა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ ისევ პირველ ადგილზეა - ბომბარდირებში ლიდერობა ჯოვინომაც დაიბრუნა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ საკუთარ სტადიონზე გულშემატკივრების გარეშე (დისკვალიფიკაციის გამო) „გაგრას“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1.

გია გეგუჩაძის გუნდმა პირველივე წუთებიდან შეუტია და მეოთხე წუთზე გიორგი ზარიას თავური დარტყმით დაწინაურდა. მე-18 წუთზე კი ჯოვინო ფლამარიონმა სტუმართა კარი მეორედ აიღო და ბათუმელებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.

„გაგრამ“ მეორე ნახევარში ანგარიში შეამცირა – ბათუმელთა კარი პენალტით 75-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა აიღო, მაგრამ ორბურთიანი სხვაობა ჯოვინო ფლამარიონმა 79-ე წუთზე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლით აღადგინა. ბრაზილიელი ოთხ მცველს შორის სლალომით გაძვრა, დუბლი გაიფორმა და ცხრა გოლით ბომბარდირთა დავაში ზორან მარუშიჩსა (7 გოლი, „დინამო თბილისი“) და გიორგი ნიქაბაძეს (7, „სამგურალი“) გადაასწრო.

ბათუმის „დინამომ“ კი 31 ქულა დააგროვა და, თანაბარი ქულების მიუხედავად (დამატებითი მაჩვენებლებით), წყალტუბოს „სამგურალს“ გაასწრო და ისევ პირველ ადგილზეა, „გაგრა“ (11) კი კვლავ მეშვიდე პოზიციაზე დაჩა.