ბათუმის „დინამო“ „გაგრას“ დაუზავდა
ბათუმის „დინამო“ „გაგრას“ დაუზავდა

გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. საქართველოს ვიცეჩემპიონი ბათუმის „დინამო“ თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე საკონტროლო მატჩში თასის მფლობელს, „გაგრას“ შეხვდა და დაძაბული ბრძოლა 2:2 დაასრულა.

პირველი ტაიმი „გაგრამ“ უკეთ ჩაატარა და 2:0 დაწინაურდა. თასის მფლობელი გუნდიდან ორივე გოლი ანგარიშზე თორნიკე მეტრეველმა ჩაიწერა.

ბათუმელებმა მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოასწორეს და წონასწორობა აღადგინეს. პირველად, მეტოქის კარი 53-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ აიღო. 66-ე წუთზე „გაგრას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვაკო თევდორაძემ ზუსტად შეასრულა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.