გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. საქართველოს ვიცეჩემპიონი ბათუმის „დინამო“ თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე საკონტროლო მატჩში თასის მფლობელს, „გაგრას“ შეხვდა და დაძაბული ბრძოლა 2:2 დაასრულა.
პირველი ტაიმი „გაგრამ“ უკეთ ჩაატარა და 2:0 დაწინაურდა. თასის მფლობელი გუნდიდან ორივე გოლი ანგარიშზე თორნიკე მეტრეველმა ჩაიწერა.
ბათუმელებმა მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოასწორეს და წონასწორობა აღადგინეს. პირველად, მეტოქის კარი 53-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ აიღო. 66-ე წუთზე „გაგრას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვაკო თევდორაძემ ზუსტად შეასრულა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.