ბათუმის „დინამო“ ერევანში „ნოას“ დაუზავდა – „რუსთავმა“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზა ეროვნული ლიგის გუნდებმა ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის მოსამზადებალდ გამოიყენეს და ამხანაგური მატჩები გამართეს.
ბათუმის „დინამო“ ერევანში „ნოას“ ესტუმრა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა. სომხეთისა და საქართველოს ჩემპიონატების ლიდერების მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს – თავი დავიდ სუალეჰემ და მარიო გონსალესმა გამოიჩინეს.
შესვენების შემდეგ ანგარიში ბათუმელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, მაურიდესმა შეამცირა, გიორგი ფუტკარაძემ კი წონასწორობა აღადგინა – 2:2.
„რუსთავმა“ ამხანაგურ მატჩში „თელავს“ უმასპინძლა და პირველ ტაიმში ჩამორჩენის მიუხედავად, თამაშის შემოტრიალება და მეტოქის 3:1 დამარცხება შეძლო. რუსთაველთაგან გოლები გური კაკაბაძის (2) და ირაკლი იაკობიძის ანგარიშზეა.