ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს

14:34, 25.06.2020

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს.

დელფინარიუმის ადმინისტრაციის განცხადებით, შოუს დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. მათივე ინფორმაციით, ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება.

​ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს, დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ, ასევე დაიცვან სოციალური დისტანცია.

მსგავსი