ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 43 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 43 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებულ 43 პირს, რომლებმაც კლინიკებს რესპირატორული ჩივილებით მიმართეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ხვალ გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი ხუთი კოვიდინფიცირებული. Საკარანტინო სივრცეებში კი იმყოფება 2 157 პირი.