ბათუმის ცხელების კლინიკებში კორონავირუსზე 41 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ბათუმის ცხელების კლინიკებში კორონავირუსზე 41 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ბათუმის ცხელების კლინიკებში კორონავირუსზე დღეს 41 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

კლინიკებს მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმართეს. ტესტების პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.

დღის განმავლობაში ასევე გაგრძელდება მიზნობრივი კვლევებიც.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 13 275 პირს.

30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.