ბათუმის „ცხელების კლინიკებში“ კორონავირუსზე 35 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

11:28, 21.05.2020

ბათუმის „ცხელების კლინიკებში“ დილიდან რესპირატორული ჩივილებით მოთავსებულია 35 პირი. მათ უკვე აუღეს ანალიზები. პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

პარალელურად, გაგრძელდება მიზნობრივი კვლევები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჯამში, რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 10 114 პირს.

მსგავსი