ბათუმის „ცხელების კლინიკებში“ კორონავირუსზე 33 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

11:56, 27.05.2020

ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს რესპირატორული სიმპტომებით 33 პირი გადაიყვანეს. ყველა მათგანს კორონავირუსზე იკვლევენ. ანალიზების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, ჯამში რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 11 606 პირს.

პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი კვლევებიც. ტესტი უტარდება ყველა იმ პირსაც, ვინც საკარანტინო სივრცეს ტოვებს.

მსგავსი