ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს რესპირატორული სიმპტომებით 20 პირი მოათავსეს

14:22, 22.05.2020

ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს რესპირატორული სიმპტომებით 20 პირი მოათავსეს. მათ ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის სინჯები უკვე აუღეს და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში რეგიონში კორონავირუსზეპისიარ“ ტესტი 10 377 პირს ჩაუტარდა.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კლინიკაში ორი პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელდა 68 მოქალაქე.

მსგავსი