ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს მოთავსებულ 26 პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

22:41, 06.07.2020

ბათუმის ცხელების კლინიკებში რესპირატორული სიმპტომებით დღეს მოთავსებულ 26 პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღის განმავლობაში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ხვალ გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი ხუთი ინფიცირებული. საკარანტინო ზონებში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა 2075-მდე გაიზარდა.

მსგავსი