ბათუმის „ცხელების კლინიკებს“ დღეს 18-მა პაციენტმა მიმართა
ბათუმის „ცხელების კლინიკებს“ დღეს 18-მა პაციენტმა მიმართა

ბათუმში, „ცხელების კლინიკებს“ დღეს მხოლოდ 18-მა პაციენტმა მიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი რესპირატორული ჩივილები. ყველა მათგანს კორონავირუსზე გამოიკვლევენ, ანალიზების პასუხები კი საღამოს გახდება ცნობილი.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში
კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 11 172 პირს.

„ცხელების ცენტრებში“ შესული პაციენტების პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი გამოკვლევებიც. ტესტი ასევე უტარდება ყველა იმ პირს, ვისაც კარანტინში ყოფნის პერიოდი უსრულდება.