ბათუმის ცხელების ცენტრში სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომით 24 პირია გადაყვანილი

10:37, 15.05.2020

ბათუმის ცხელების ცენტრში დილიდან სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომით 24 პირია გადაყვანილი. დღეს მათ აუღეს ანალიზები, რომლის პასუხებიც საღამოს გახდება ცნობილი.

პარალელურად, მიმდინარეობს მიზნობრივი კვლევები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, რეგიონში „პისიარ“-ტესტი 8 612 პირს ჩაუტარდა.

რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მნიშვნელოვნად შემცირდა ცხელების ცენტრებში მიმართვიანობაც.

მსგავსი