ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე კიდევ ცხრა პაციენტს გამოიკვლევენ
ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე კიდევ ცხრა პაციენტს გამოიკვლევენ

ბათუმის „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა პაციენტს აუღეს ანალიზები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის შედეგები დღის ბოლოს ან გვიან ღამით გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში 24 საათის განმავლობაში ბათუმის ლუგარის ლაბორატორიაში 100-მდე ანალიზს იკვლევენ.

გრძელდება ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევაც.

ამ დროისთვის მოძიებული 470-მდე კონტაქტიდან გამოკვლეულია 250-მდე პირი.

მათგან ვირუსი 33-ს დაუდასტურდა.

გუშინ გამოკვლეული 92 პირიდან კი ვირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.