ბათუმის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე 38 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

11:04, 22.04.2020

ბათუმის ცხელების ცენტრში ამ დროისთვის 38 პირი ელოდება ანალიზის პასუხს. სინჯები უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიაში და კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების პაციენტები გადაჰყავთ, როგორც საკარანტინო ზონიდან, ასევე ონლაინ კონსულტაციების შემდეგ. უწყებაში ამბობენ, რომ ონლაინ კლინიკებში დღე-ღამეში 460-მდე სატელეფონო ზარი შედის, მათგან გამოკვლევას სამი-ოთხი პირი ექვემდებარება.

მსგავსი