ბათუმის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე 27 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

13:48, 08.04.2020

ბათუმის ცხელების ცენტრში დღის ბოლოსთვის 27 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. საეჭვო სიმპტომებით კარანტინიდან და თვითდინებით მოქალაქეები დღეს შევიდნენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბათუმში 42 პირს ჩაუტარდა ტესტი. მათგან ხუთის ანალიზის პასუხი იყო დადებითი, 37-ს კი ვირუსი არ დაუდასტურდა.

აჭარაში 14 ინფიცირებულია, საკარანტინო ზონაშია 2 300-ზე მეტი პირი, თვითიზოლაციაში კი 100-ზემეტი.

მსგავსი