ბათუმის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე 20 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ბათუმის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე 20 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ბათუმის ცხელების ცენტრში 20 პირს აუღეს ანალიზი. პასუხები, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

გუშინ ღამე გამოკვლეული 36 პაციენტიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ დღეს „ქობულეთის კლასტერთან“ დაკავშირებით მოძიებულ 465 კონტაქტს კიდევ რამდენიმე პირი დაემატება.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე აჭარაში 1 750-ზე მეტი პირია გამოკვლეული.