ბათუმის ცხელების ცენტრში დღის განმავლობაში შვიდი პაციენტი შეიყვანეს გამოსაკვლევად
ბათუმის ცხელების ცენტრში დღის განმავლობაში შვიდი პაციენტი შეიყვანეს გამოსაკვლევად

ბათუმის ცხელების ცენტრში გამოსაკვლევ პაციენტთა რაოდენობა დღის ბოლოსთვის ხუთიდან 12-მდე გაიზარდა.

12-დან ერთი პაციენტი კლინიკაში კარანტინიდან გადაიყვანეს, ორი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ცხრა კი თვითდინებით მივიდა. ყველა მათგანს ჩაუტარდება კვლევა.

ანალიზების პასუხები გვიან ღამით ან ხვალ გახდება ცნობილი.

აჭარაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტია, 2000-ზე მეტი იმყოფება კარანტინში, 100-მდე კი თვითიზოლაციაში.