ბათუმის ცხელების ცენტრში 33 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხს კი, დღეს ელოდებიან

11:32, 04.04.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბათუმის ცხელების ცენტრში 36 პაციენტი შევიდა, მათგან 33-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამი მოქალაქის ანალიზის პასუხს კი, უახლოეს საათებში ელოდებიან.

ამასთან, შესაძლოა, დღის განმავლობაში ცხელების ცენტრში პაციენტთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან დაწესებულებას პაციენტები თვითდინებითაც აკითხავენ.

ამასთან, გასულ ღამეს ონლაინ 44 ზარი განხორციელდა, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მათგან ტესტირებას მხოლოდ ოთხი პირი დაექვემდებარა.

მსგავსი