ბათუმის ცხელების ცენტრში 21 პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ბათუმის ცხელების ცენტრში 21 პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ბათუმის ცხელების ცენტრიდან ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის 21 პირის სინჯები გაიგზავნა, შედეგები, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამასთან, ბათუმის ცხელების ცენტრში მოქალაქეთა გადაყვანის სტატისტიკა გაიზარდა, ამდენად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უახლოეს საათებში გამოსაკვლევ პირთა რაოდენობის გაზრდას ელოდებიან.

ამასთან, ჯერ უცნობია, არიან თუ არა ამ პაციენტებს შორის ე.წ. ქობულეთის კლასტერის წევრები. შემთხვევასთან დაკავშირებით 148 კონტაქტია დადგენილი, თუმცა კონტაქტების მოძიება და ეპიდემიოლოგიური კვლევის პროცესი გრძელდება.