ბათუმის „ცხელების ცენტრში“ 20 პაციენტი შევიდა, მათი ტესტების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი
ბათუმის „ცხელების ცენტრში“ 20 პაციენტი შევიდა, მათი ტესტების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი

ბათუმის „ცხელების ცენტრს“ დღეს 20-მა მოქალაქემ მიაკითხა. ისინი კლინიკებში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომებით შევიდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანი გამოკვლეული იქნება. ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიებში და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

პაციენტთა რაოდენობამ, რომლებიც „ცხელების ცენტრს“ ყოველდღიურად აკითხავენ, ბათუმში მნიშვნელოვნად იკლო.

პარალელურად, 24 საათში ბათუმში მიზნობრივი კვლევების ფარგლებში 300-დან 400-მდე პირს უტარდება ტესტი.