ბათუმის ცხელების ცენტრის 35 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრის 35 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს დილით ჰოსპიტალიზებულ 35 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანალიზების პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და ყველა მათგანი უარყოფითია.

ბათუმში სამი ცხელების ცენტრი მოქმედებს. გარდა იმისა, რომ მოქალაქეები იქ საკარანტინო სივრცეებიდან გადაჰყავთ, კლინიკებში პაციენტები საეჭვო სიმპტომებით თვითდინებითაც შედიან, ან მათ ამის რეკომენდაციას ონლაინკონსულტაციის შემდეგ ოჯახის ექიმი აძლევს.

დღეს საღამოს გახდება ცნობილი იმ 74 მებაჟის კვლევის პასუხიც, რომელთაც ანალიზები მიზნობრივი კვლევის ფარგლებში დილით აუღეს.