ბათუმის „ცხელების ცენტრის“ 30 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის „ცხელების ცენტრის“ 30 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის „ცხელების ცენტრში“ დილით რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულ 30 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 30-ვე ტესტის პასუხი უარყოფითია. ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

უკვე სამი კვირაა, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ტესტი უკვე 10 200-მდე პირს ჩაუტარდა.