ბათუმის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 10 ანალიზი გააგზავნეს

12:22, 18.04.2020

ბათუმის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში 10 ანალიზი გადააგზავნეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბოლო დღეებში 100-მდე ანალიზს იკვლევენ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დინამიკა, რომელიც დღეს აჭარაში ფიქსირდება, ანუ 100 ანალიზიდან დადასტურებული ოთხი შემთხვევა, არ არის განსაკუთრებით მზარდი დინამიკა, თუმცა მომდევნო კვირა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

„თუ ეს დინამიკა შენარჩუნდება, ეს იქნება ადვილად მართვადი, ამ დროისთვის ჩვენ არ გვიფიქსირდება უკონტროლო გადაცემის შემთხვევები, თითქმის გამოკვლეულია ქობულეთის კლასტერიც, მაგრამ ქვეყნის საერთო დინამიკას ვერც აჭარა ასცდება, მომავალი ერთი კვირის შედეგები იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შემდგომი სტატისტიკისთვის, იგი დამოკიდებული იქნება მოქალაქეთა ქცევაზეც“,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ბათუმში დღეის მონაცემებით, 41 ინფიცირებული მკურნალობს. საკარანტინო ზონებში რჩება 1700 პირი, სივრცე დატოვა 2300-ზე მეტმა ადამიანმა.

მსგავსი