ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებულ 47 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

23:57, 01.06.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებულ 47 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის ყველა შედეგი უარყოფითია.

აღნიშნულმა მოქალაქეებმა დღეს კლინიკებს ვირუსისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ 30 აპრილის შემდეგ რეგიონში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რისკჯგუფების მასობრივი კვლევები გრძელდება.

აჭარა მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. რეგიონში არ არის არც ერთი კოვიდინფიცირებული.

მსგავსი