ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებულ 33 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებულ 33 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებულ 33 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის პასუხები უარყოფითია. გამოკვლეულმა პირებმა კლინიკებს დღეს რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. აჭარაში „პისიარ“ ტესტი 15 300-ზე მეტ პირს ჩაუტარდა. ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

აჭარაში კოვიდინფიცირებული პირი არ არის. ინფიცირების ბოლო შემთხვევა 30 აპრილს დადასტურდა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ბოლო პაციენტებმა კლინიკა 23 მაისს დატოვეს.