ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებულ 12 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებულ 12 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

​ე.წ. ქობულეთის კლასტერის წარმომადგენლების პარალელურად, ბათუმში ცხელების ორ ცენტრში მოთავსებულ პაციენტებსაც იკვლევენ. დღეს საეჭვო სიმპტომებით გადაყვანილი 12 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა.

ამ დროისთვის, ცხელების ცენტრებში კიდევ 25 პირია გადაყვანილი. მათ უკვე აუღეს ანალიზები. კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 150-მდე კონტაქტიდან 100 უკვე გამოკვლეულია. ამ კლასტერში საერთო ჯამში 18 პირს უკვე დაუდასტურდა კორონავირუსი. გამოკვლევას ექვემდებარება კიდევ 50 პირი და გრძელდება კონტაქტების დადგენის პროცესიც.