ბათუმის ცხელების ცენტრებში კორონავირუსზე 23 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

11:16, 21.04.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებიდან გუშინ ღამით ლაბორატორიაში გადაგზავნილი 23 პირის ანალიზის პასუხი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, საეჭვო სიმპტომები აღენიშნა იმ 23 პაციენტს, რომელთა ნაწილი კარანტინში იმყოფებოდა, ნაწილი ონლაინკლინიკებიდან, ნაწილი კი თვითდინებით შევიდა ცხელების ცენტრში.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღის განმავლობაში ასევე ცხელების ცენტრებიდან მოსალოდნელია, გამოსაკვლევ პირთა რაოდენობის ზრდა.

ლუგარის ლაბორატორიის ბათუმის ფილიალში დღე-ღამის განმავლობაში 100-დან 120-მდე ანალიზს იკვლევენ.

მსგავსი