ბათუმის ცხელების ცენტრებში დილით შეყვანილ 19 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

21:54, 11.05.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს დილით ჰოსპიტალიზებულ 19 პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19-ივე ტესტის პასუხი უარყოფითია.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. აჭარაში 7200-ზე მეტ პირს ჩაუტარდა ტესტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა აჭარის რეგიონში 14 მარტს დაფიქსირდა. დადასტურდა ინფიცირების სულ 71 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 45, ხოლო ორი გარდაიცვალა.

მსგავსი