ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებული 51 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

21:15, 26.05.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს დილით მოთავსებული 51 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. 51-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. რეგიონის მასშტაბით, ჯამში, კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი 11 350-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. უკანასკნელმა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა 23 მაისს დატოვა.

მსგავსი