ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს 46 პაციენტს აუღეს კორონავირუსზე ანალიზი
ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს 46 პაციენტს აუღეს კორონავირუსზე ანალიზი

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს 46 პაციენტს აუღეს ანალიზი. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდათ ცენტრებში კარანტინიდან გადაყვანილ, ონლაინკონსულტაციების შედეგად და თვითდინებით მისულ მოქალაქეებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიაში და პასუხები სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

დღეიდან, ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, ტესტების გამოკვლევას ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაც იწყებს. აჭარაში დღემდე 2600-ზე მეტი პირია გამოკვლეული.