ბათუმის ცხელების ცენტრებში ახალ კორონავირუსზე 36 ტესტის პასუხს ელოდებიან
ბათუმის ცხელების ცენტრებში ახალ კორონავირუსზე 36 ტესტის პასუხს ელოდებიან

ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრებში ვირუსისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომებით დილიდან 36 პირია ჰოსპიტალიზებული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანის სინჯი უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის და პასუხები სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამასთან, პარალელურად, გაგრძელდება რისკჯგუფების მიზნობრივი კვლევაც. დღეის მონაცემებით, აჭარის რეგიონში ახალ კორონავირუსზე ტესტი 7500-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.