ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ 35 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ 35 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს მოთავსებული 35 პაციენტი კორონავირუსზე გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიაში გამოკვლევის შემდეგ 35-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.

უწყების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ბათუმის ორ ლაბორატორიაში მიზნობრივი კვლევების ფარგლებში აღებულ ანალიზებს შეისწავლიან. პასუხები დილით გახდება ცნობილი.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რეგიონში კორონავირუსზე ტესტი 11 900-მდე პირს ჩაუტარდა.