ბათუმის ცხელების ცენტრებში 30 მოქალაქის კვლევის შედეგებს ელოდებიან

10:50, 07.05.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებში დილიდან ჰოსპიტალიზებულია კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე 30 პაციენტი. მათ უკვე აუღეს ანალიზები და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გამოკვლეულია 5000-მდე პირი, მიმდინარეობს მიზნობრივი კვლევებიც, რომელთა რაოდენობა დღე-ღამეში 300 პირს აღემატება.

მიზნობრივ კვლევებში მალე ჩაერთვებიან ფარმაცევტები, სუპერმარკეტების თანამშრომლები და სხვა რისკჯგუფების წარმომადგენლები.

მსგავსი