ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ 27 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22:06, 06.05.2020

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს დილით ჰოსპიტალიზებულ 27 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27-ივე ტესტის პასუხი უარყოფითია. სხვა კვლევების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა. კლინიკა „მედალფაში“ პაციენტთა რაოდენობა 42-დან 17-მდე შემცირდა. კლინიკაში უახლოეს დღეებში რამდენიმე პირის გამოჯანმრთელებას ისევ ელოდებიან.

მსგავსი