ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს დილით ჰოსპიტალიზებულ 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 20-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.

მიზნობრივი კვლევების შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ბათუმში, კლინიკაში სულ ოთხი პირი რჩება. სამედიცინო დაწესებულებაში მათთვის ჩატარებული განმეორებითი საკონტროლო ტესტების პასუხებს ელოდებიან, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კლინიკიდან ყველას გაწერენ.

ინფიცირების ახალი შემთხვევა აჭარაში 30 აპრილის შემდეგ არ გამოვლენილა.