ბათუმის ცხელების ცენტრებს დღეს 18-მა პაციენტმა მიმართა, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრებს დღეს 18-მა პაციენტმა მიმართა, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებულ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკებს დღეს სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომით 18-მა პაციენტმა მიმართა. 18-ივე ტესტის პასუხი უარყოფითია.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში „კოვიდ-19“-ზე ტესტი 11 200-მდე პირს ჩაუტარდა.