ბათუმის ბულვარში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
ბათუმის ბულვარში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. იუნესკოს მშვიდობის არტისტი ბათუმელი მსმენელის წინაშე შოპენის, შუბერტის და მიშელ სონის მუსიკალური ნაწარმოებებით წარსდგა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო სოფო ხალვაშმაც.

ფესტივალის ფარგლებში გამართული კონცერტი საქველმოქმედოა და გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა სრულად გადაერიცხება ბათუმის 26-ე ინკლუზიურ სკოლას.

ღონისძიება ადგილობრივი ხელისუფლების და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა.