ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით გადაადგილება ხვალიდან იკრძალება
ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით გადაადგილება ხვალიდან იკრძალება

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით გადაადგილება ხვალიდან იკრძალება.

ახალი რეგულაციების ამოქმედებას ელექტრომობილების მფლობელები აპროტესტებენ. ისინი ზღვისპირა პარკში მუშაობის გაგრძელების უფლებას მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონზეც ითხოვენ. მათ ბულვარის შესასვლელში კარვები აქვთ გაშლილი და აქციებს მართავენ. ელექტრომობილების მფლობელები ბულვარს თავად სთავაზობენ რეგულაციების პირობებს – საუბარია სიჩქარის დაკლებასა და ელექტრომობილების რაოდნეობის შემცირებაზე. ელექტრომობილების მფლობელები არ თანხმდებიან შეთავაზებას ალტერნატიული ადგილების გამოყოფაზე, თუმცა დათმობაზე წასვლას არც ბულვარის ადმინისტრაცია გეგმავს.

შექმნილ სიტუაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ჩვენ მათ ალტერნატივა შევთავაზეთ. ბულვარში უსაფრთხოება არის ნომერ პირველი ამოცანა. მე დღესაც ვაპირებ ამ ხალხს შევხვდე. ძალიან ვწუხვარ და განვიცდი, რომ ამ ადამიენების შემოსავლებზე გარკვეული ნეგატიური გავლენა ექნება. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ საქმიანობა გააგრძელონ, თუმცა პირველ რიგში წესრიგი და უსაფრთხოება უნდა გვქონდეს. ალტერნატიული ტერიტორია ამფიტეატრიდან ახალი ბულვარის მიმდებარედ არის შეთავაზებული და მე პირადად ვნახე ეს ადგილი. იქ ნაგავსაყრელი არ არის”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ