ბათუმის ბულვარში ძაღლმა ქალი დაკბინა
ბათუმის ბულვარში ძაღლმა ქალი დაკბინა

ბათუმის ბულვარში ძაღლმა ქალი დაკბინა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოცხადება გახდა საჭირო. დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სტრესული მდგომარეობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თvითმხილველთა განცხადებით, ორი ძაღლი მეპატრონეს ალიკაპის გარეშე სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი, ერთ-ერთმა კი მოულოდნელად გამვლელ ქალს უკბინა.

ბულვარის ტერიტორიაზე ალიკაპის გარეშე ძაღლების სასეირნოდ გამოყვანა აკრძალულია. ბულვარის მონიტორინგის სამსახურმა მეპატრონე 20 ლარით დააჯარიმა, სანქცია სწორედ ამ თანხას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულვარში ძაღლმა ბათუმის მერს ლაშა კომახიძესაც უკბინა, თუმცა მერიაში გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს.