ბათუმის ბულვარში დღეს მომხდარ ინციდენტს აქციის ორგანიზატორები, „დაიცავი ძველი ბათუმისა“ და „ბათომის“ წევრები ემიჯნებიან
ბათუმის ბულვარში დღეს მომხდარ ინციდენტს აქციის ორგანიზატორები, „დაიცავი ძველი ბათუმისა“ და „ბათომის“ წევრები ემიჯნებიან

ბათუმის ბულვარში დღეს აქციაზე მომხდარ ინციდენტს, როცა აქციის მონაწილეებმა, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს, ორგანიზატორები, „დაიცავი ძველი ბათუმისა“ და „ბათომის“ წევრები ემიჯნებიან.

„ის, რაც დღეს, აქციის შემდეგ მოხდა, ის, რაც დღეს მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტებმა იკადრეს და აკადრეს, უპირველეს ყოვლისა თავიანთ მოძრაობას, ირაკლი ჩავლეიშვილს, ქალაქს, წარმოუდგენელია.ეს არის ანომალია და ასე თუ კეთდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა, მაშინ ყველაფერი გასაგებია. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ამ ამაზრზენმა ინციდენტმა სრულიად გადაფარა, ის აქტუალური თემა, რისთვისაც დღეს ბათუმელები შევიკრიბეთ, ლამის დისკრედიტირებულ იქნა ის მოძრაობა, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. საქვეყნოდ ვაცხადებ, მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარი“ კატეგორიულად გმობს ძალადობას და ვემიჯნებით ამ უმსგავსობას“, – წერს მოძრაობის წარმომადგენელი ზეინაბ დიასამიძე.

დატოვე კომენტარი