ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობით კლინიკა „მედცენტრში“ შეიყვანა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.