ბათუმის ბულვარის ტერიტორიიდან სავაჭრო ჯიხურების გატანისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს

10:26, 24.01.2026

ბათუმის ბულვარის ტერიტორიიდან უსახური სავაჭრო ჯიხურების გატანისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწესრიგების პროცესი, აქტიურად გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურის მიერ სავაჭრო ობიექტების მფლობელების ინფორმირების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არსებული ობიექტებისგან ტერიტორიის გათავისუფლების თაობაზე.

აღნიშნული სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და საზოგადოებრივი სივრცის მოწესრიგებას, ბულვარის იერსახის დაცვას და მოქალაქეებისთვის დასასვენებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი