ბათუმის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ბათუმის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

„მოქალაქის მიერ შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, რაც კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს“, – განუცხადეს პირველ არხს  შს სამინისტროში.

ბათუმის მე-9 უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოქალაქეები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიზნით ამომრჩევლისთვის ფულის დანაწილებაში დაადანაშაულეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.