ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი აცხადებს, რომ თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი აცხადებს, რომ თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი ზვიად სურმანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რიჟვაძემ ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

იურისტი ზვიად სურმანიძე მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერის მოწოდებით კანონი არ დაურღვევია.

„საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს წინასაარჩევნო კამპანიის, აგიტაციის წესებს, რომლის მიხედვითაც იკრძალება აგიტაცია კენჭისყრის შენობაში, კენჭისყრის დღეს. შესაბამისად, აჭარის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება საარჩევნო კოდექსის არც ერთ ნორმას არ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტმა, ზვიად სურმანიძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც თითოეულ ბათუმელს აწუხებს.