ბათუმის მე-13 კინოფესტივალი დასრულდა
ბათუმის მე-13 კინოფესტივალი დასრულდა

ბათუმის მე-13 კინოფესტივალი დასრულდა. ფესტივალის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა უმასპინძლა.

ტრადიციულად ჯილდოები სამ საკონკურსო სექციაში გადანაწილდა: მხატვრული ფილმების სექცია, დოკუმენტური ფილმების სექცია და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია.

ამასთან, გამოვლინდა ქართველ კინოკრიტიკოსთა რჩეულიც, რომელიც წელს პირველად დაემატა ფესტივალს.

ფესტივალის გამარჯვებულთა სია:

საუკეთესო ფილმი – „რეი და ლიზი“

სპეციალური აღნიშვნა- „სტიქსი“; „ჰორიზონტი“

საუკეთესო რეჟისორი – ალიჩე რორვახერი ფილმისთვის „ლაზარესავით ბედნიერი“

საუკეთესო მსახიობი კაცი – ადრიანო ტარდიოლო ფილმისთვის „ლაზარესავით ბედნიერი“

საუკეთესო მსახიობი ქალი – ელა სმიტი ფილმისთვის „რეი და ლიზი“

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „მამებისა და შვილების შესახებ“

სპეციალური აღნიშვნა – „დროის ხიდები”

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „საშლელი“

სპეციალური აღნიშვნა – „ყველა ის არსება“; „საკვები მიტანით“

ქართველ კინოკრიტიკოსთა რჩეული – „დონბასი“

სპეციალური აღნიშვნა – „ლაზარესავით ბედნიერი“.