ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ლაშა დეკანაძეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ლაშა დეკანაძეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ლაშა დეკანაძეს, რომელმაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება არ გააფორმა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ გამოაცხადა.

მოსამართლე ლევან გელოვანმა პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების ნაწილში ლაშა დეკანაძე გაამართლა, საქმე გადააკვალიფიცირა და მას სასჯელი წვრილმანი ხულინობის მუხლით დააკისრა.

ლაშა დეკანაძე სასჯელს უკვე თითქმის 9 თვეა იხდის.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.